AFAD-ის ხელმძღვანელი - თურქეთში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ძალა 500 ატომური ბომბის ძალას უდრიდა
თურქეთში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ძალა 500 ატომური ბომბის ძალას უდრიდა. ამის შესახებ თურქეთის უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის მიწისძვრის რისკის შემცირების დეპარტამენტის გენერალურმა მენეჯერმა ორჰან თათარმა განაცხადა.
„რეგიონში ლავის ან ნავთობის ნაკადები არ არის. ეს მეტი არაფერია, ვიდრე მიწისძვრის მიერ გამოწვეული მასიური მოძრაობა. ქვის სტრუქტურული ჯგუფები არ არის, რომლებსაც ვულკანური ამოფრქვევის შექმნა შეეძლებათ. 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად გამოთავისუფლებულ ენერგიას იგივე ეფექტი აქვს, რაც 500 ატომურ ბომბს”, - თქვა ორჰან თათარმა.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე ქალაქში, ასევე, სირიაში 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 25 ათასამდეა. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.