ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთს შავ ზღვაში დომინირება ჩამოვართვით
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დომინირება ჩამოართვა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა 11 თებერვალს ოდესაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციას შავ ზღვაში დომინირება ჩამოვართვით. კერძოდ, ჩვენი უკრაინული „ნეპტუნების“ წარმატებით გამოყენების შემდეგ, როდესაც კრეისერი „მასკვა“ ცნობილ მისამართზე ჩაიძირა“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, Harpoon-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ამჟამად უკრაინის არმიას ემსახურება, რის გამოც რუს ოკუპანტებს ოდესასთან ზღვიდან მიახლოების შანსი არ აქვთ.
გარდა ამისა, რეზნიკოვმა დასძინა, რომ რუსეთმა ოდესის სახმელეთო გზით აღება ვერ მოახერხა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.