Jump to content
Planeta.Ge

არტისტის წარწერის საქმეზე დაწყებული გამოძიების მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს


არტისტ სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” უწყებაში დაუდასტურეს.

როგორც შსს ამბობს, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კერძოდ, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რაც კანონში ასეა განმარტებული:

ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 1-დან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.

„ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ – ასეთი წარწერა დატოვა მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში, სადაც ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა წარწერა ავტოპორტრეტის ნაცვლად გააკეთა.


ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძე აცხადებს, რომ თბილისის ეროვნული გალერეის კედელზე არტისტ სანდრო სულაბერიძის მიერ გაკეთებული წარწერის გამო პოლიციაში გამოიკითხა. ქეთი შავგულიძე გამოფენის კურატორი იყო.

მან „TV პირველს“ განუცხადა, რომ გამომძიებლები გამოფენის მზადების პროცესითა და არტისტსა და მას შორის ურთიერთობით დაინტერესდნენ.



პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...