თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კუთხით არსებული შეკითხვების საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს
თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კუთხით არსებული შეკითხვების საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან კონტრაქტორები. ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.
7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში დაახლოებით 6 ათასი შენობა დაინგრა, მათ შორის რამდენიმე ახალი სტანდარტებით იყო აშენებული.
თურქული მედიის ინფორმაციით, მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით ქვეყანაში რამდენიმე გამოძიება უკვე დაწყებულია.
თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ განკარგეულება გასცა, რომ 10 პროვინციაში შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფები. გუშინ თურქეთის პოლიციამ ერთ-ერთი სამშენებლო კომპელქსის კონტრაქტორი სტამბოლის აეროპორტში დააკავა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.