ვალერი ზალუჟნი - ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე დაკარგული პოზიციების დაბრუნება და გამყარება შევძელით, ბახმუტზე კონტროლს ვაგრძელებთ - დაძაბული ვითარება დონეცკის მიმართულებით
უკრაინამ ზოგიერთი დაკარგული პოზიციის დაბრუნება შეძლო,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ოს არმიის გენერალთან, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთამ მარკ მილისთან გამართულ სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„ყველაზე დაძაბული ვითარება დღეისთვის დონეცკის მიმართულებით არის, აქ მოწინააღმდეგე ყოველდღიურად 50 იერიშამდე აწარმოებს. სასტიკი ბრძოლები უგლედარისა და მარიინკას რაიონში გრძელდება. ჩვენ მყარად გვიჭირავს დაცვა. ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე აქამდე დაკარგული პოზიციების დაბრუნება და გამყარება შევძელით. მტრის მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, ბახმუტზე კონტროლს ვაგრძელებთ და ზომებს ვიღებთ ამ ქალაქის გარშემო ფრონტის ხაზის სტაბილიზაციისთვის”, - წერს ზალუჟნი “ტელეგრამის” პირად არხზე მილისთან გამართული საუბრის შემდეგ.
ზალუჟნიმ მარკ მილის ასევე მტრის ბოლო მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგებზე მოუყვა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.