“ცხოვრება წარსულში“ - Pet Shop Boys-მა ვლადიმირ პუტინის შესახებ სიმღერა გამოუშვა
ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა „Pet Shop Boys“ გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით „Living In The Past“ – „ცხოვრება წარსულში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე.
სიმღერის ვიდეოში გამოყენებულია პუტინის ინაუგურაციის კადრები, ვოლგოგრადში სტალინის ძეგლის გახსნა, დაპატიმრებები საპროტესტო აქციების დროს, ჯარისკაცების მსვლელობა.
სიმღერის ტექსტში, პუტინის ენით ნათქვამია, რომ მას სურს მისი ისევე ეშინოდეთ, როგორც სტალინის ეშინოდათ: „მეც გავიმარჯვებ მის მსგავსად“, „ვერც მე დამჩრდილავენ“, „მინდა ხალხი სიკვდილის დროს მე მახსენებდეს“, - ისმის სიმღერის ტექსტში.
გასული წლის მაისში ჯგუფმა გამოაქვეყნა განცხადება სოციალურ მედიაში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის თაობაზე პოზიციის შესახებ, სადაც წერდა:
„2009 წელს დავიწყეთ Pandemonium-ის მსოფლიო ტურნე სანქტ-პეტერბურგში. ბევრჯერ ვიყავით რუსეთში და სიმღერებიც დაგვიწერია რუსული თემებითა და გავლენებით. ახლა წარმოუდგენელია იქ სტუმრობა ან შესრულება. მაგრამ ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც რუსეთში ფაშიზმი დამარცხდება, კრიმინალური პოლიტიკოსები დაისჯებიან, სიმართლეს იტყვიან, მეზობელ ქვეყნებს არ დაემუქრებიან და არ შეიჭრებიან იქ და დაიბადება ახალი რუსეთი. იმედია, ახლოს ვიქნებით, რომ ეს დავინახოთ“.
2021 წლის ბოლოს Pet Shop Boys-მა ასევე გამოაქვეყნა პოსტი ადამიანის უფლებების დამცველი ცენტრის, „მემორიალის“ მხარდასაჭერად, რომელიც რუსეთში სასამართლოს გადაწყვეტილებით გააუქმეს.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.