Jump to content
Planeta.Ge

დისნეის ფილმები და სერიალები რუსული ვიდეოპლატფორმებიდან წაიშლება


მარტში რუსულ ონლაინკინოთეატრებს ეწურებათ ამერიკული სტუდია Disney-ს ფილმების, მულტფილმებისა და სერიალების ჩვენების ლიცენზია. კინოკომპანია არ გეგმავს ლიცენზიის განახლებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო - ვიდეოსერვისებიდან ყველაფერი წაიშლება.

ამის შესახებ წერს გამოცემა„ვედომოსტი“ - საკუთარ წყაროებზე, მათ შორის, ვიდეოსერვისების ტოპ-მენეჯერების და გარიგების პირობების მცოდნე კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით.

ომის დაწყებისთანავე, "დისნეიმ", ისევე როგორც სხვა კინოკომპანიებმა, რუსეთში თავისი პროდუქციის დისტრიბუცია და ლიცენზირება შეწყვიტა, თუმცა სტუდიასთან შეთანხმებით, ფილმები და სერიალები პლატფორმებზე დარჩა, სანამ მათი ჩვენების ლიცენზია ამოიწურებოდა.

2022 წლის დეკემბერში, "დისნეის" არხის ნაცვლად, რომელსაც რუსეთში საბავშვო არხების რეიტინგში მეორე ადგილი ეკავა, ამოქმედდა „რუსული შინაარსის“ მქონე საბავშვო ტელეარხი „სოლნცე“ - „მზე“.

„დისნეის“ ჩვენების ლიცენზია რუსეთს 2010 წლიდან ჰქონდა.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...