თურქეთის ქალაქ ქაჰრამანმარაში დამანგრეველი მიწისძვრიდან 121 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 70 წლის ქალი გამოიყვანეს
თურქეთის ქალაქ ქაჰრამანმარაში დამანგრეველი მიწისძვრიდან 121 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 70 წლის ქალი გამოიყვანეს, - ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.
მანამდე კი, რამდენიმე საათის წინ, რაც ქალაქში შენობის ნანგრევებიდან 16 წლის ბიჭი ამოიყვანეს.
თურქეთში გაერო-ს სამოკავშირო ოფიცერმა განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო შესაძლებლობის დასასრულს უახლოვდებიან და ნანგრევების ქვეშ გადარჩენილების პოვნის ალბათობა სულ უფრო მცირდება.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 24 000-ს გადააჭარბა.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.