ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ უკრაინაში გასაგზავნად მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი იქნება მზად
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ იმედი აქვს, უკრაინაში გასაგზავნად მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი იქნება მზად.
ევროკავშირის სამიტის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ 2 ბატალიონი, ანუ დაახლოებით, 80 ერთეული Leopard 2-ის ტანკი, ნამდვილად მზად იქნება მარტის ბოლომდე უკრაინაში გასაგზავნად, შოლცმა უპასუხა: „იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, მოხერხდება“.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა დასძინა, რომ „ეს ადვილი არ იქნება“.
შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების მიწოდების გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს მიიღო.
interpressnews
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.