Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მკვლელობებსა და ტერორს ყალბი ნეიტრალურობითა და თეთრი დროშით ვერ გადაფარავ, ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დონეზე უნდა იქნას აღიარებული


რუსეთის მკვლელობებსა და ტერორს ყალბი ნეიტრალურობითა და თეთრი დროშით ვერ გადაფარავ, ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დონეზე უნდა იქნას აღიარებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორი ქვეყნების სპორტის მინისტრების ვირტუალურ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

„მკვლელობები და სარაკეტო დარტყმები რომ სპორტის ოლიმპიური სახეობები იყოს, მაშინ იცით, რომელი ეროვნული ნაკრები დაიკავებდა პირველ ადგილს და მნიშვნელობა არა აქვს, ექნებოდა თუ არა ამ ნაკრებს მისი სახელმწიფო დროშა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსი ტერორისტები განსხვავებულ სიმბოლიკას იყენებენ და ისეც ხდება, რომ ნორმალურ ცხოვრებას ყველანაირი სიმბოლიკის გარეშეც ანადგურებენ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, კერძოდ ყირიმის ოკუპაცია, “ყველანაირი სიმბოლიკის გარეშე” დაიწყო.

“ამიტომ მინდა გკითხოთ: თუ აგრესორი სახელმწიფოს წარმომადგენლები საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში ან ოლიმპიურ თამაშებში გამოვლენ, მაშინ აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომ იქ თავისი ეროვნული სიმბოლიკის გარეშე იქნებიან? ტერორისტი სახელმწიფოს წარმომადგენლების მხოლოდ დასწრებაც კი - ძალადობისა და უკანონობის მანიფესტაციაა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 228 სპორტსმენი და მწვრთნელი დაიღუპა.

"რამდენი რუსი სპორტსმენი გამოვიდა ტერორის დაგმობით, რომელიც მათმა სახელმწიფომ გააჩაღა? ფაქტობრივად არ არის არანაირი დაგმობა. მხოლოდ ერთეული ხმები, რომლებიც მალევე ქრება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...