Jump to content
Planeta.Ge

სპეციალური პენიტენციური სამსახური თურქეთის მოქალაქე პატიმრებს სატელეფონო საუბრის დროს დაუფინანსებს


სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მიწისძვრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და თურქ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

თურქი ხალხის მხარდასაჭერად სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოხატავს კეთილ ნებას და პარტნიორი სატელეფონო კომპანიის ხელშეწყობით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფ ყველა თურქეთის მოქალაქე ბრალდებულს/მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრის დროს დაუფინანსებს.

თურქეთის მოქალაქე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, 60 წუთი უფასოდ ისაუბრონ და აღნიშნული სასაუბრო ლიმიტი შეხედულებისამებრ გამოიყენონ.

ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...