Jump to content
Planeta.Ge

დაკავებული ძმები - გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა


დაკავებული ძმები - გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ.

რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, მოსამართლემ მხოლოდ ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა.

კაკულიები დამნაშავედ იქნენ ცნობილი საზღვრის უკანონო კვეთაში. ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...