Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    4
  • comments
    0
  • views
    22.769

ესეც ასე მეც აქ მოვედი..


Nuka Arveladze

2.253 views

...ახლა ასეა როგორც არის

და ისე გაიჭედა სადღაც წამი, ისე მომერია ცრემლები ვერ გავიგე სად ვიყავი და რატომ.

ცხოვრება ერთ დიდ მოლოდინად მექცა და მექანიკურად მოქცეული ვარ "ყველაფრისმოგვარების" რეჟიმში. არ ვიცი ეს როდის დაიწყო, მაგრამ ვგრძნობ ასეთი დაძაბული დიდხანს ვერ გავქაჩავ.

ვიფიქრებდი 20 წლის უკან რომ ასეთი ცხოვრება მომიწევდა? -რა თქმა უნდა არა.

მხოლოდ ხანდახან თუ დავფიქრდები ამაზე და რაც უფრო იშვიათად მით უკეთესი. ვარ თუ არა საკუთარ თავთავ გულწრფელი? რა თქმა უნდა კი და ეს მამშვიდებს.

მიყვარს როცა შემიძლია და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

 

 

და ალბათ მერე ისევ ვიტყვი. ყველაფერს დრო ჭამს, თუ მე ვარ დაკარგული დროში. ვერ გამიგია. საათი არ მიყვარს და რომ არა აუცილებლობა მობილურზეც კი არ დავხედავდი მას.

 

უბრალოდ ხანდახან ეს აუცილებელია და მეც ვზივარ ამ აუცილებლობის ჩარჩოში. მარტო როცა ვარ, ბედნიერი ვარ, თუმცა თავს არაჩვეულებრივად ვგრნობ საზოგადოებაშიც. ვფიქრობ ეს ყველაზე დაბალანსებულია და თავს კარგად ვგრძნობ ხოლმე.

 

უკვე აღარ ვიცი როცა ადამიანები მიღიმიან მჯეროდეს თუ არა ამ ღიმილის, ხანდახან ყველაფერი ისეთი ყალბია... ზიხარ და ფიქრობ, რო ეს ყველაფერი იმდენად ამზრზენია სად დაიმალო არ იცი და ეძებ გულწრფელ, ადამიანურ ურთიერთობებს, ეძებ მათ ვინც უბრალოდ მეგობრობს, უბრალოდ არის ადამიანი.

 

 

მე მართლა მიყვარს ადამიანები, გულწრფელი ვარ და თუ რამე არ მომწონს, პირდაპირ ვიძახი. და თუ ამას აზრი არ აქვს არ ვიძახი. ალბათ სჯობს საერთოდ არაფერი ვთქვა და არც არაფერი ვიფიქრო. მჯეროდეს ნაკლები და ნაკლები იმედგაცრუებაც იქნება.

 

რა ვქნა თუ არ ვიჯერებ ზოგიერთი არსების სიყალბეს, რა ვქნა არ მჯერა და პატივს არ ვცემ ფარისევლებს, რა ვქნა თუ მაღიზიანებენ ეკლესიას და რელიგიას ამოფერბული იდიოტები??? რა ვქნა თუ ხანდახან, მხოლოდ ხანდახან ნერვებს მიშლის უტვინო და ყეყეჩი ხალხი, რომლებსაც დახვეწილი, თუმცა არც ისე კარგად დახვეწილი აქვთ აფერისტობის ელემენტები და მე ამას ვხვდები? -----ისე ასეთ რამეებზე მეცინება ხოლმე, მერე საკუთარ თავს ვეუბნები -- "რას დაეძებ ნუკა, არ გკიდია?" -- ხოდა ვიკიდებ ხოლმე

 

მოკლედ ახლა ასეა როგორც არის და ალბათ ცოტა რამთუ შეიცვლება ზოგადად. :)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...