დანიელ ფრიდი - არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს - თქვენი მეგობრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ლიდერები შეძლებენ სიმართლე თქვან
ამერიკელი დიპლომატის, დენიელ ფრიდის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა და ამის საქართველოსგან მოთხოვნა ომში ჩართვას არ უტოლდება.
ამასთან, დენიელ ფრიდი „ამერიკის ხმასთან“, საქართველოში „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ომის პარტია“ ნამდვილად არსებობს უკრაინის წინააღმდეგ და მას პუტინი მართავს.
მისივე თქმით, არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს.
„პუტინმა დაიწყო და აგრძელებს ამ ომს. არსებობს იმ ადამიანების კოალიცია, თუ გნებავთ პარტია, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ გადარჩენისთვის ბრძოლაში. მათი უმეტესობა საქართველოს უჭერდა მხარს 2008 წელს. ნუთუ ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ მაშინ შევცდით? რადგან ახლა ისე ჩანს, რომ ის ჩვენს უკრაინისადმი მხარდაჭერას ეწინააღმდეგება.
არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს. მაგრამ, საქართველოს მეგობრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ლიდერები შეძლებენ სიმართლე თქვან უკრაინის სიცოცხლისთვის ბრძოლის შესახებ“, - ამბობს ფრიდი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.