Jump to content
Planeta.Ge

გია ვოლსკი - პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია - ირაკლი კობახიძემ სიტუაცია აღწერა, შემაშფოთებელი მდგომარეობაა, რომ აგრესორი წინ მიიწევს და აქვს დიდი რესურსი მობილიზებული, რათა თავისი გეგმები განახორციელოს


პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია - ირაკლი კობახიძემ სიტუაცია აღწერა, შემაშფოთებელი მდგომარეობაა, რომ აგრესორი წინ მიივევს და აქვს საკმაოდ დიდი რესურსი მობილიზებული, რათა თავისი გეგმები განახორციელოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი განცხადებას, რომელიც მმართველი პარტიის წევრთა განცხადებებს მოჰყვა იმის თაობაზე, რომ "რუსეთს ომში უპირატესობა აქვს".

ვოლსკი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტს გარკვეული პოლიტიკური გეგმები აქვს და ამიტომ აკეთებს მსგავს განცხადებებს.

"ვითარებასთან შეუსაბამო, მავნებლური განცხადებაა, რასაც პრეზიდენტი ამბობს "ქართულ ოცნებასთან", ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

რატომ ამბობს, რა მოსაზრება აქვს, ვერ გეტყვით, ასე ცალსახად, მტკიცებით ფორმატში ლაპარაკი ახასიათებს ზოგადად, ვერ გეტყვით რატომ. ალბათ, სჭირდება თავის პოლიტიკური რენომესთვის, ალბათ, მომავალში პოლიტიკური გეგმები, მიზნები აქვს, თავის პოლიტიკურ გზას სხვანაირად უყურებს შემდგომში, მაგრამ ვითარება რომ შევაფასოთ, დასკვნა ერთადერთი იქნება, არაადეკვატური განცხადებაა, მავნებლური განცხადებაა.

ირაკლიმ აღწერა სიტუაცია, რაც ხდება და კონტექსტიდან არ უნდა ამოვიღოთ, ეს არ არის კობახიძის განცხადება, რომელიც მას ეკუთვნის ექსკლუზიურად, იგივეს ამბობენ უკრაინელები და სამწუხარო ფაქტია, რომ იმ ტერიტორიებზე, რომელთა ოკუპაციას რუსეთი ახდენს, ეს შეტევა, ოკუპაციის მასშტაბი, რასაც რუსეთი ახდენს, საკმაოდ შემაშფოთებელ ფორმას იღებს. ამის თაობაზე ილაპარაკა ირაკლიმ, იმ ვითარებაზე, რაც შექმნილია უკრაინაში ბრძოლის ველზე, რაზეც საუბრობს იგივე ზელენსკი თუ უკრაინის სხვა წარმომადგენლები, შემაშფოთებელი მდგომარეობაა ზოგადად, რომ აგრესორი წინ მიიწვევს და აქვს საკმაოდ დიდი რესურსი მობილიზებული იმისათვის, რათა თავისი გეგმები განახორციელოს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ახალი გზავნილები წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან.

ზურაბიშვილის თქმით, „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია“ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას, რისი არც ახსნა, არც გაგება და არც გაზიარება შეუძლია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...