Jump to content
Planeta.Ge

კახაბერ ქემოკლიძე "ხალხის ძალაზე" - ამ მორუსო პროპაგანდისტებს სიმართლით უნდა დავუპირისპირდეთ


ამ მორუსო პროპაგანდისტებს სიმართლით უნდა დავუპირისპირდეთ!, - ასე ეხმიანება პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე "ხალხის ძალის" ბოლო განცხადებას და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

მისი თქმით, ისინი 
სწორედ სიმართლით,  სიმშვიდით და  მოქალაქეების გონიერებით დამარცხდებიან. 

 

"სინამდვილეში ევროკავშირში გაწევრიანება სწორედაც რომ:
ა) ნამდვილ მედია თავისუფლებას ნიშნავს და არა იმას რაც ოცნებას და ბ-ნ ივანიშვილს წარმოუდგენია თავისი ორღობის ტელევიზიების სახით!
ბ) ნამდვილ სამართლის უზენაესობას ნიშნავს, სადაც ყველა (რიგითი თუ ჩინოვნიკი, ე. წ. “ელიტა” თუ უბრალო ადამიანი) კანონის წინაშე სრულად თ ა ნ ა ს წ ო რ ი ! ისე არა ოღონდ, როგორც ოცნებას და ბ-ნ ივანიშვილს ესმის - ჩვენებს ყველაფერი ეპატიება და სხვა დაე დაიჩაგროს!
გ) ნამდვილ ეკონომიკურ ზრდას და ფინანანსურ სტაბილურობას ნიშნავს ყველასთვის (სტუდენტებისთვის, ფუტკარივით მშრომელი საშუალო ფენისთვის, დღედაღამ მომუშავე ძალოვანი და სამედიცინო პერსონალისთვის, პენსიონერებისთვის, ბიზნესმენებისთვის და ა.შ.) და არა მარტო გათავხედებული, ოცნებასთან დაახლოებული, კორუფციაში ათქვეფილი ვიწრო კასტისთვის!
დ) ჩვენი ტრატდიციების, ეროვნული ღირებულებების, იდენტობის, ისტორიის დაცვას, მოფრთხილებას და კიდევ უფრო დიდი აუდიტორიებისთვის გაცნობას ნიშნავს! ევროკავშირი თავად არის სიმბოლო მულტიკულტურულობის და მულტი ეთნიციზმის დაცვის და მისი მდვიდობიანად განვითარების!
ე) რუსული და სხვა “აგენტოკრატიის” დამთავრებას და სუვერენულ ქართულ პოლიტიკაზე მათი გავლენების ან სრულად ალაგმვას, ან მაქსიმალურად შემცირებას ნიშნავს!!!
სიმართლე მტკიცე და მყარია, ეს არაკომპეტენტური სათამაშოები დამარცხდებიან სწორედ სიმართლით, ჩვენი სიმშვიდით და ჩვენივე მოქალაქეების გონიერებით!", - წერს კახაბერ ქემოკლიძე. 

კახხა.png

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...