Jump to content
Planeta.Ge

ანტიკორუციულ ბიუროს რაჟდენ კურპაშვილი უხელმძღვანელებს


ანტიკორუციულ ბიუროს რაჟდენ კურპაშვილი უხელმძღვანელებს. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია.

რაჟდენ კუპრაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის” დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი, შპს საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტის- „ტრანსპროექტის”იურიდიული სამსახურის უფროსი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში 8 კანდიდატი მონაწილეობდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ახლადშექმნილი უწყების ხელმძღვანელის დასანიშნად 3 კანდიდატი წარედგინა - ზურაბ აზნაურაშვილი, რაჟდენ კუპრაშვილი და ელგუჯა მაკალათია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...