რუსეთში ლია ახეჯაკოვას თეატრის სცენიდან აძევებენ - "...ვზივარ და ვტირი"
რუსეთში, თეატრ "სავრემენნიკში" ლეგენდარული მსახიობის, ლია ახეჯაკოვას მონაწილეობით სპექტაკლებს ერთმანეთის მიყოლებით აუქმებენ.
"რეჟისორმა გამაფრთხილა, რომ რეპერტუარში აღარ იქნებოდა ის სპექტაკლები, რომლებშიც ვმონაწილეობდი. მიზეზი კი თურმე იმ ადამიანების კოლექტიური წერილები გახდა, რომლებიც ჩემი პოზიციის გამო გაბრაზებულები არიან... კულტურის დეპარტამენტმა დამიდასტურა, რომ თეატრის რეპერტუარიდან ამომიღეს. ვზივარ და ვტირი. მესმის ყველაფერი, ვიცი, ვინც წერს ამას, ვინ აწყობს, მაგრამ ასეთი რამ არ შეიძლება“, - ამბობს ახეჯაკოვა.
რას გააკეთებს ლეგენდარული რუსი მსახიობი, რომელმაც სცენაზე ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარა, უცნობია. ამბობს, რომ ახლა მომხდარისგან შოკშია და იმედი აქვს, რომ სხვა თეატრებში მაინც მიიწვევენ, თუმცა რუსული მედია წერს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.
ცნობილია, რომ ბოლო წლებში ლია ახეჯაკოვა აკრიტიკებდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ის იყო ერთ-ერთი პირველი რუსეთში, ვინც ღიად დაგმო უკრაინაში დაწყებული ომი, თუმცა მისი ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, ცხოვრება რუსეთში გააგრძელა და განაცხადა, რომ წასვლას არსად აპირებდა.
ამბები
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.