კელი დეგნანი - ვიცით, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ჩვენს პარტნიორობას ძირი გამოუთხარონ, შექმნან დაბნეულობა და დაყოფა - ეს კლასიკური „კგბ/ფსბ“-ს სტრატეგიაა
ორივე ქვეყანას გვაქვს გამონათქვამი, რომ ჭეშმარიტება იბადება კამათში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს დისკუსია პატივისცემის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის განსხვავებული პოზიციების გაგება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც პარტნიორების მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის შესახებ კითხვას უპასუხა.
ელჩის განმარტებით, იმდენად რამდენადაც მნიშვნელოვანია განსხვავებებზე საუბარი და მსჯელობა, მნიშვნელოვანია პატივისცემა სიმართლისა და ფაქტებისადმიც.
„ბუნებრივია, რომ ჩვენ გვექნებოდა აზრთა სხვადასხვაობა პარტნიორობის იმ ხნის განმავლობაში, რომელიც საქართველოსთან გვაქვს. ვფიქრობ, ორივე ქვეყანას გვაქვს გამონათქვამი, რომ ჭეშმარიტება იბადება კამათში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი განსხვავებული მოსაზრებები. მაგრამ ეს დისკუსია პატივისცემის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის განსხვავებული პოზიციების გაგება. უნდა არსებობდეს პატივისცემა სიმართლისა და ფაქტებისადმი. ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ჩვენს პარტნიორობას ძირი გამოუთხარონ, შექმნან დაბნეულობა და დაყოფა მიზანმიმართულად იმის გამეორებით, რაც თავადვე იციან, რომ ტყუილი და დეზინფორმაციაა. ეს კლასიკური „კგბ/ფსბ“-ს სტრატეგიაა და ვფიქრობ, ქართველებმა ეს აქამდეც ბევრჯერ ნახეს. ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხი აქ არის ის, რომ ყველაფერი, რაც აქ გავაკეთეთ არის შენება ერთად. საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო 30 წელი იმუშავა უფრო ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი უსაფრთხოების, ძლიერი სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო პოლიციის, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისა და შენებისთვის, რაც არის საფუძველი იმგვარი საზოგადოებისა და ქვეყნისა, როგორშიც საქართველოს მოსახლეობას სურს ცხოვრება. სწორედ ამაზეა მიმართული ჩვენი ძალისხმევა და უკან ვტოვებთ მათ, ვინც ცდილობს შექმნას დაბნეულობა, გახლეჩილობა და ვინც რეალურად მიჰყვება კრემლის დეზინფორმაციების სახელმძღვანელოს“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.