შარლ მიშელი ვოლოდიმირ ზელენსკის - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელო „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც დღეს ბრიუსელს სტუმრობს.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში“, - წერს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საფრანგეთიდან ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
დღესვე, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება და სიტყვით მიმართავს.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.