Jump to content
Planeta.Ge

თურქეთის ელჩი - მოძმე საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარების თხოვნას გამოეხმაურა, ადიამანში საქართველოს სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ყოფნა ხალხისთვის იმედის სხივია


საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალი ქაან ორბაის განცხადებით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე თურქეთის თხოვნას გამოეხმაურა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება განახორციელა.

„ჩვენი მეზობელი, ძველი მეგობარი, სტრატეგიული პატრნიორი, მოძმე საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე ჩვენს თხოვნას გამოეხმაურა. იმავე დღეს, როდესაც მიწისძვრა მოხდა, რამდენიმე საათში საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება განახორციელა. როგორც მაცნობეს, მათ უკვე გადაარჩინეს ადამიანი, 21 წლის ახალგაზრდა ქალი და მათი იქ ყოფნა იმედის სხივია ხალხისთვის ადიამანში“, – აღნიშნა თურქეთის ელჩმა.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 12 391 ადამიანია დაღუპული. ამასთან, ოფიციალურად დადასტურებულია საქართველოს სამი მოქალაქის დაღუპვა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...