Jump to content
Planeta.Ge

ემანუელ მაკრონმა პარიზში ვიზიტით მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია მაკრონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.

„პატივისცემა უკრაინას და მის ხალხს. პატივისცემა თქვენ, ძვირფასო ვოლოდიმირ, თქვენი სიმამაცისა და ერთგულებისთვის“, – წერს მაკრონი.

საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი სამხედრო ან სამოქალაქო დამსახურებებისთვის გასცემს.

 

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...