Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს - ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი წააგებს და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს


ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უკრაინის ლიდერმა ბრიტანელ დეპუტატებს განუცხადა, რომ „მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ, ნებისმიერი აგრესორი, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი თუ პატარა, გაიგებს, რა ელის მას, თუ თავს დაესხმება საერთაშორისო წესრიგს”.

ზელენსკის თქმით, გამარჯვება მსოფლიოს შეცვლის.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი წააგებს და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს. და ეს იქნება ცვლილება, რომელიც მსოფლიოს დიდი ხანია სჭირდება”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...