ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს ეწვევა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, უკრაინის პირველი პირი ხვალ ევროკავშირის ლიდერებს სამიტზე პირადად შეხვდება. ამასთან, ზელენსკი ევროპარლამენტს საგანგებო სესიაზე მიმართავს.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.