ირაკლი ხმალაძის განმარტებით, მერია მშენებლობის ზონის გეოლოგიურ დასკვნას მხოლოდ სეისმურად რისკიან ადგილებში ითხოვს
დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერია მოქალაქეებს გეოლოგიურ დასკვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში სთხოვს, თუ სეისმურად მაღალი რისკის ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყება სურს.
მისივე თქმით, ეს გრგ-ეს ეტაპზე ან არქიტექტორული პროექტის შეთანხმების ეტაპზე ხდება.
„გენერალურ გეგმაზე დატანილია სეისმურად რისკიანი ადგილები და იმ ადგილებში, სადაც სეისმური რისკებია, გეოლოგიურ დასკვნას ვითხოვთ, ან გრგ-ეს ეტაპზე, ან არქიტექტორული პროექტის შეთანხმების ეტაპზე. ისეთ ადგილებში, სადაც ეს რისკები არ არის, გეოლოგიურ დასკვნას არ ვითხოვთ“, - აღნიშნა ხმალაძემ.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.