Jump to content
Planeta.Ge

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელებმა რუსული არმიის რიცხვი რამდენიმე ასეულით ,,შეამცირეს"


 

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 900-ზე მეტი რუსი ოკუპანტი გაანადგურეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასული წლის 24 თებერვლიდან დღემდე მოწინააღმდეგის საერთო საბრძოლო დანაკარგმა დაახლოებით 134100 ადამიანს მიაღწია. აქედან, 910  გასული დღე-ღამის განმავლობაში განადგურდა.

გუშინ უკრაინის თავდაცვის ძალებმა  რუსი დამპყრობლების თავდასხმ 22 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

გარდა ამისა, უკრაინის ავიაციამ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილებს 12 დარტყმა მიაყენა. ასევე განადგურდა მტრის 1 ვერტმფრენი, მოიერიშე თვითმფრინავი და ორი დრონი.

ამავდროულად, დღის განმავლობაში ოკუპანტებმა 8 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათგან 5 - ქალაქ ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მტერმა, ასევე, მრავალჯერადი სარაკეტო იერიში მიიტანა მიკოლაივის და ხერსონის რეგიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...