ნათია მეზვრიშვილი ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების მიერ შეზღუდვების დაწესებას უკიდურესად საშიშად მიიჩნევს
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათიამეზვრიშვილი განმარტავს, თუ რატომ არის ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების მიერ შეზღუდვების დაწესება უკიდურესად საშიში.
მისი თქმით, ევროპული სტანდარტის საფარქვეშ, ავტორიტარული ხელისუფლების პირობებში, შეიძლება მივიღოთ რუსული სტანდარტი.
"ხელისუფლება ცდილობს მისი ინიციატივა ჟურნალისტების არაეთიკური ქცევით ახსნას, რაც ლეგიტიმური იქნებოდა (ოღონდ აქაც პროპორციული ზომებით) რომ არა კ ო ნ ტ ე ქ ს ტ ი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როცა ავტორიტარულ სისტემაზე ვსაუბრობთ. ყველა ჯერზე, როცა რაიმე შეზღუდვის დაწესების ახსნას კეთილშობილური მიზნებით შეეცდებიან, უნდა შევხედოთ კონტექსტს. სხვაგვარად უბრალოდ პროპაგანდის მსხვერპლი ვიქნებით. კონტექსტი კი შემდეგია:



არათუ ეს საშიში ინიციატივა, ნებისმიერი ჯანსაღი ინიციატივა ასეთი ხელისუფლების ხელში, უდიდესი საფრთხის მატარებელია. უკვე მრავლად ვნახეთ მსგავსი მაგალითები - რეფორმის სახელით გაუქმებული დამოუკიდებელი ინსტიტუტი, მართლმსაჯულების სახელით დაკავებული მედიასაშუალების მფლობელი, ქვეყნის ინტერესების დაცვის სახელით ხელიდან გაშვებული კანდიდატის სტატუსი და ა.შ.
ამიტომ, უნდა ვიცოდეთ კონტექსტი.", - წერს სოციალურ სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.