ბექა ლილუაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ინიციატივით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება
პარლამენტის დეპუტატი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ინიციატივით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება.
მისი თქმით, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუსის ხელში ჩაგდების მორიგი მცდელობა.
"კიდევ ერთი იგავი, ოცნების მიერ, სახელმწიფო (კონსტიტუციური) ინსტიტუტის ხელში ჩაგდებისა. მოგეხსენებთ, ეროვნული ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ კობა გვენეტაძეს, მარტში ვადა გასდის. დიდი ამბავია ატეხილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობაზე თურმე. მოგეხსენებათ, ეს ინსტიტუტი დიდი და გავლენიანი ინსტრუმენტი გახლავთ, მისი კონტროლი კი შესაბამისად დიდი კონტროლის შესაძლებლობა.

ხოდა, ახლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობაზე ყველას საკუთარი ფავორიტი ყავს, თუმცა კანდიდატების საბოლოო წარდგინებას პრეზიდენტი ახდენს და პარლამენტი ამტკიცებს.
ამ ორომტრიალში, როგორც ჩანს ის ვერსიაც განიხილება, რომ სანამ "დალაგდებიან" მანამდე ბანკმა პრეზიდენტის გარეშე იფუნქციონიროს. ხოდა გამოსავალი მოუფიქრებიათ:
- მოდი, 9 კაციან ეროვნული ბანკის საბჭოში, სადაც საბჭოს თავმჯდომარის (ბანკის პრეზიდენტის) გარდა, კიდევ 3 ვიცე-პრეზიდენტი შედის, კიდევ დავამატოთ ე.წ. პირველი ვიცე პრეზიდენტი - რომელიც პრეზიდენტის არყოფნისას, მის ფუნქციებს შეასრულებს"-ო.
ასე გადააზღვიეს ერთის მხრივ ბანკის უპრეზიდენტოდ დატოვების ამბავი და მეორეს მხრივ, შექმნეს რომელიმე მხარის წაყენებულ კანდიდატთან (მაგ. თურნავას) და მის ლობისტებთან პოლიტიკური კონსესუსის გარანტიები.
კანონის პროექტის მიღება, მოთხოვნილია დაჩქარებული წესით (ეხლა აღმოაჩინეს, რომ დამატებით პირველი ვიცე პრეზიდენტის გარეშე, ბანკის მართვა შეუძლებელია...)
შეგახსენებთ, რომ ბანკის მთავრობისგან დამოუკიდებლობა, კონსტიტუციური ნორმაა.
ოცნებისეული მორალი: "ეროვნული და დამოუკიდებელი არა ისა, ბანკი ვიცი ქუხნაში (ოცნების)", - წერს სოციალურ ქსელში ბექა ლილუაშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.