ბერდია სიჭინავა - პარლამენტისა და საკრებულოების მანდატების დატოვება და ამ ფორმით რაღაც პროტესტის გამოხატვა არის დაბალი პოლიტიკური კულტურისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლობის გამოხატულება
პარლამენტისა და საკრებულოების მანდატების დატოვება და ამ ფორმით რაღაც პროტესტის გამოხატვა არის დაბალი პოლიტიკური კულტურისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლობის გამოხატულება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
"ყველაზე კომიკური ისაა, რომ ამის გამო ქართული ოცნება / Georgian Dream აკრიტიკებს “ნაციონალურ მოძრაობას”, ის პარტია, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე საკრებულოში დამარცხდა, შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადეს, კოლექტიურად არ დადიოდნენ საკრებულოს სხდომებზე, კრიზისი შექმნეს და მერე ამაზე პასუხისმგებლობაც არ აუღიათ.
“ოცნებასაც” ქუჩის ოპოზიციის პერსპექტივა აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ!
ამასაც მოვესწრებით!", - წერს ბერდია სიჭინავა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.