Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ დაუშვილი - მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ ჩვენ მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც რუსეთიდან უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვას ეხება


უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი პირდაპირ ემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და თავიანთი განცხადებებითა და მოქმედებებით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა ვერ დაუახლოვდეს დასავლეთს, ვერ გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატო-ში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტიამ „საქართველოსთვის“ დააინიცირა რეზოლუცია, რომელიც რუსეთიდან უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვას ეხება და ითვალისწინებს ერთწლიანი უვიზო რეჟიმის გაუქმებას და 180 დღიან პერიოდში, მაქსიმუმ 30 დღეზე ჩამოსვლას.

„ჩვენ დავაინიცირეთ რეზოლუცია, რომელიც ეხება უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვას და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას. მოგიწოდებთ ყველას, მხარი დაგვიჭირეთ ამ რეზოლუციაში, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს ჰქონდეს ძალიან მკაფიო გზავნილი - რა დამოკიდებულება აქვს რუსეთის ფედერაციასთან და იმ აგრესიასთან მიმართებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ჩვენი ცალსახა პოზიციაა ერთწლიანი უვიზო რეჟიმი ჩამოვიდეს მაქსიმუმ 30 დღეზე 180 დღიან პერიოდში. ანუ ეს მოცემულობა უნდა გადავიყვანოთ ტურისტულ რეჟიმზე. ჩვენ ტურისტების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, რადგან ეს ქართულ ეკონომიკას ეხმარება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ უსაფრთხოების რისკები იმდენად მაღლა არის აწეული, რომ არ შეიძლება ერთწლიანი აბსოლუტურად უკონტროლო მიგრაცია იყოს დაშვებული ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...