Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბი - რუსებმა უკრაინაში 133 190 ჯარისკაცი დაკარგეს, მათ შორის ბოლო 24 საათში - 1 030


უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1 030 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ძალების საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 133 190-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 245 ტანკს, 6 443 ჯავშანმანქანას, 2 232 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 294 საბრძოლო თვითმფრინავს და 284 ვერტმფრენს, 5 107 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 1 958 უპილოტო საფრენ აპარატს, 208 ერთეულ სპეცტექნიკას, 796 ფრთოსან რაკეტას.
 

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...