უკრაინისთვის განკუთვნილი Leopard 2-ის საბრძოლო ტანკი კანადიდან პოლონეთში ჩავიდა
კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის განცხადებით, Leopard 2-ის პირველი ტანკი, რომელიც კანადამ უკრაინას გადასცა, პოლონეთში ჩავიდა.
„პირველი კანადური Leopard 2-ის საბრძოლო ტანკი, რომელიც ჩვენ უკრაინას გადავეცით, ახლა პოლონეთში ჩავიდა“, - წერს თავდაცვის მინისტრი „ტვიტერზე“.
მისი თქმით, კანადა, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინელ ჯარისკაცებს ამ ტექნიკის გამოყენების მიზნით მოამზადებს.
„ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მალე მოვამზადებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ტექნიკის გამოყენების მიზნით“, - წერს ანიტა ანანდი.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.