Jump to content
Planeta.Ge

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთში მიწისძვრას მინიმუმ 912 ადამიანი ემსხვერპლა და 2 818 შენობა ჩამოინგრა


თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, დღეს დილით მომხდარ მიწისძვრას თურქეთში მინიმუმ 912 ადამიანი ემსხვერპლა და 2 818 შენობა ჩამოინგრა.

მისივე თქმით, თურქეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების 9 000-მდე თანამშრომელია ჩართული. უცნობია კიდევ რამდენი ადამიანია ნანგრევების ქვეშ.

თურქეთის მთავრობის საკოორდინაციო ცენტრი დედაქალაქ ანკარაშია და მას ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი ხელმძღვანელობს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ დღეს დილით მომხდარი მიწისძვრა ყველაზე დიდი კატასტროფა ქვეყანაში 1939 წლის შემდეგ.

ცნობისათვის, 1939 წელს თურქეთის ერზინჯანის პროვინციაში მომხდარ მიწისძვრას, სავარაუდოდ, 33 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

IPN 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...