Jump to content
Planeta.Ge

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მომხდა ძლიერ მიწისძვრას 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


სრული სოლიდარობა ჩვენს მოკავშირე თურქეთს ამ საშინელი მიწისძვრის შემდეგ. ნატო-ს მოკავშირეები ახლა მხარდაჭერის მობილიზებას ახდენენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას გამოეხმაურა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკი მზადაა დასახმარებლად.

„ამ დილით თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მრავალი სხვა ადამიანი დაშავდა. ჩვენი ფიქრები თურქ და სირიელ ხალხთანაა. ევროკავშირი მზად არის დახმარების გასაწევად“, - აღნიშნა ბორელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო უღრმესი მწუხარება გამოხატა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბევრი ოჯახის გამო, რომლებიც მიწისძვრას შეეწირნენ და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას გამოხატავს თქვენს მიმართ", - დაწერა მან „ტვიტერზე“.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპის მხარდაჭერა „უკვე გზაშია“.

„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქ და სირიელ ხალხს. ვგლოვობთ დაღუპულთა ოჯახებთან ერთად. ევროპის მხარდაჭერა უკვე გზაშია და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ დახმარება, როგორც შეგვიძლია“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენ „ტვიტერში“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და დახმარება შესთავაზა. "ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით ამ რთულ დროს. მზად ვართ გავუწიოთ საჭირო დახმარება კატასტროფის შედეგების დასაძლევად", - განაცხადა ზელენსკიმ.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში ძლიერ, 7.8 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრას 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...