Jump to content
Planeta.Ge

ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება


ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს დაავალებს.

შესაბამისი შინაარსის ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ინიციატივით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. პროექტის გათვალისწინებით, პირველ ვიცე-პრეზიდენტს დანარჩენი ვიცე-პრეზიდენტების მსგავსად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

მოქმედი კანონის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის საბჭოში სამი ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს.

ინიციატორები კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ, რათა „გამოირიცხოს თუნდაც თეორიული ბუნდოვანება, რაც თავის მხრივ, ეროვნული ბანკის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს გამართულ და შეუფერხებელ საქმიანობას უზრუნველყოფს“.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძეს 2023 2 მარტს უფლებამოსილება ეწურება.


IPN 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...