ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, პუტინი ომის გასაჭიანურებლად მზად არ არის
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის გასაჭიანურებლად მზად არ არის, ვინაიდან ის თავს იკავებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისგან. კერძოდ, მასშტაბურ სამხედრო რეფორმებს რუსეთის ხელისუფლება დაგვიანებით ახორციელებს.
ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ.
ისინი განმარტავენ, რომ კრემლი კადრების მობილიზებას და რეორგანიზაციას, რაც მას უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე უნდა გაეკეთებინა, დაგვიანებით ახდენს. გარდა ამისა, აყოვნებენ მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადებასაც, რადგან საზოგადოების რეაქციის ეშინიათ.
ანალიტიკოსების დაკვნაში აღნიშნულია, რომ პუტინი დამატებით გამოკითხვას ატარებს, რათა შეაფასოს, როგორ აღიქვამენ რუსები მობილიზაციას.
ექსპერტების აზრით, რუსეთის მეთაურს იმ ,,განტევების ვაცების“ იმედი აქვს, რომლებიც რისკავენ და რუსეთის სამხედრო წარუმატებლობისა და არაპოპულარული პოლიტიკის გამო, საჯარო სივრცეში ბრალს, მის ნაცვლად, საკუთარ თავზე იღებენ.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსების თქმით, რისკზე წასვლისგან პუტინის თავშეკავება მიუთითებს იმაზე, რომ კვლავინდებურად ნაკლებსავარაუდოა, ის ბირთვულ ესკალაციაზე ან ნატო-სთან ომზე წავიდეს.
,,რუსეთი მსგავს მუქარას მხოლოდ დასავლეთის დასაშინებლად იყენებდა. პუტინი თავის საშინაო სტატუს-კვოს ძვირად აფასებს და საკუთარი მიზნების მისაღწევად, ცდილობს, სარისკო პოლიტიკა თავიდან აიცილოს.
ის, ასევე, აგრძელებს იმის დემონსტრირებას, რომ რჩება წინდახედულ ადამიანად, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს რისკების აღმოფხვრას. მიუხედავად იმისა, რომ მისი აღქმა იმ სიტუაციის მიმართ, რომლის წინაშეც დგას, რეალობას არ შეეფერება,“ - ნათქვამია ექსპერტების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.