სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 237-მდე გაიზარდა
სირიაში, დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 237 ადამიანი დაიღუპა და 639 დაშავდა, - ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მობილიზებულია ყველა მისი ქვედანაყოფი, ფორმირება და დაწესებულება, რათა დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ დახმარება და სასწრაფო დახმარება გაუწიონ მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას, მოძებნონ ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანები და უმკურნალონ დაშავებულებს.
ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თურქეთსა და სირიაში 300-ს აჭარბებს, დაშავებულია 2 000-მდე ადამიანი.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.