დღეიდან ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი იკრძალება
დღეიდან ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი იკრძალება. როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ წერს, საქმე ეხება ბენზინს, დიზელს, ნავთსა და მაზუთს.
აღნიშნული აკრძალვა ამოქმედდა ევროკავშირის მიერ ჯერ კიდევ ივნისში დამტკიცებული სანქციების საფუძველზე.
ევროკავშირმა 2022 წლის 3 ივნისს დაამტკიცა ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ, ის 2022 წლის 5 დეკემბერს შევიდა ძალაში.
გამონაკლისი შეეხო ბულგარეთს. ასევე, შეზღუდვები არ შეეხო ნავთობსადენ „დრუჟბით“ გადატანილ შავ ოქროს.
ნოემბრის ბოლოს ევროკავშირი შეთანხმდა რუსეთიდან საზღვაო გზით ნავთობროდუქტების იმპორტის შეზღუდვაზეც, რომელიც 5 თებერვლიდან შევიდა ძალაში. გამონაკლისი შეეხო ბულგარეთს, ხორვატიას, ასევე ჩეხეთს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.