სტამბოლში უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა
სტამბოლში უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, გაუქმებულია სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ავიაკომპანია „პეგასუსის“ ორი ავიარეისი და „თურქეთის ავიახაზების“ ორი ფრენა.
მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს და სხვა რეისები გეგმურად სრულდება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.