Jump to content
Planeta.Ge

კანადამ უკრაინაში Leopard 2-ის ტანკები გაგზავნა


კანადამ უკრაინაში პირველი საბრძოლო ტანკი Leopard 2 უკვე გაგზავნა. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე იტყობინება.

„დღეს, კანადის საჰაერო ძალების თვითმფრინავი გაფრინდა, რომელსაც მიაქვს პირველი Leopard 2 - საბრძოლო ტანკი, რომელსაც კანადა უკრაინაში აგზავნის “, - წერს ანანდი.

მან დასძინა, რომ კანადა "უკრაინელი ხალხის გვერდით დგას".

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც სჭირდებათ გამარჯვებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

გასულ კვირას კანადამ პირობა დადო, რომ უკრაინას Leopard 2-ის 4 ტანკს მიაწვდის.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...