Jump to content
Planeta.Ge

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინა ბახმუტის მიმდებარედ ლოჯისტიკურ მარშრუტებზე კონტროლს ინარჩუნებს


რუსულმა ძალებმა ბოლო კვირის განმავლობაში მცირე წინსვლას მიაღწიეს დონეცკის ოლქის ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობებში, მაგრამ უკრაინული ძალები ინარჩუნებენ კონტროლს ქალაქის ლოჯისტიკური მარშრუტების უმეტესობაზე.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე გამოქვეყნებულ უახლეს სადაზვერვო ინფორმაციაში განაცხადა.

როგორც მედია წერს, კვირის დასაწყისში „ვაგნერის“ ძალებმა დიდი ალბათობით დაიკავეს მარშრუტი, რომელიც აკავშირებს ბახმუტს ქალაქ სივერსკთან.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ძალებისთვის ხელმისაწვდომი რჩება მრავალი ალტერნატიული მარშრუტი, ბახმუტი სულ უფრო იზოლირებული ხდება“, - ნათქვამია დაზვერვის მოხსენებაში.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...