Jump to content
Planeta.Ge

აშშ-მა ოკეანის თავზე ჩინეთის სავარაუდო "მზვერავი" საჰაერო ბურთი ჩამოაგდო


4 თებერვალს აშშ-მა ჩამოაგდო ჩინეთის სავარაუდოდ სადაზვერვო ბურთი ატლანტის ოკეანის თავზე - მას მერე, რაც ბურთმა ჩრდილოეთ ამერიკის თავზე მოიარა მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები და გადაიქცა დაძაბულობის მორიგ კერად ვაშინგტონსა და პეკინს შორის.

მიმდინარეობს ოპერაცია ბურთის ნაწილების მოსაპოვებლად აშშ-ის ტერიტორიულ წ####ბში.

ბურთი 4 თებერვალს შენიშნეს, სამხრეთ კაროლინის თავზე, როცა ის ატლანტის სანაპიროს უახლოვდებოდა. მის ჩამოგდებამდე, ბურთის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას აშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 4 თებერვალს უპასუხა - "ჩვენ მას მოვუვლით".

ბურთის აღმოჩენის გამო ჩინეთში კვირას დანიშნული ვიზიტი გააუქმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ჩინეთი აცხადებდა, რომ ბურთი ამინდს იკვლევს და ის უბრალოდ თავისი ტრაექტორიიდან გადავიდა. პენტაგონი უარყოფს ამ ვერსიას, ისევე, როგორც ჩინეთის განცხადებას, რომ ბურთი სადაზვერვოდ არ გამოიყენება და მას მცირე სანავიგაციო შესაძლებლობები აქვს.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...