აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უფლება გასცა რუსი ოლიგარქისთვის ჩამორთმეული ქონების უკრაინისთვის გადარიცხვაზე
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა 3 თებერვალს გამოაცხადა, რომ რუსი ოლიგარქის გაყინული ქონება უკრაინას გადაერიცხება.
"დღეს ვაცხადებ, რომ გავეცი უფლება ჩამორთმეული რუსული ქონების პირველი გადარიცხვისთვის უკრაინაში გამოსაყენებლად" - თქვა მერიკმა.
ქონება გაყინულ იქნა მას მერე, რაც ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევს ბრალი წაეყენა სანქციებისთვის თავის არიდებაში. გარლანდის თქმით, ქონება გადაერიცხება სახელმწიფო დეპარტამენტს, საიმისოდ, რომ მან ის დახარჯოს "უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად".
გარლანდი ამ განცხადებით გამოვიდა შეხვედრაზე უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრი კოსტინთან.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.