ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან რთული ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე - ახლა ყველაფერს ჩვენი მეომრების სიმტკიცე წყვეტს
ძალიან რთული ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ომის 346 დღის განმავლობაში ხშირად მიწევდა იმის თქმა, რომ ფრონტზე რთული ვითარებაა და რომ ვითარება რთულდება. ახლა კვლავ ასეთი დროა. დრო, როდესაც ოკუპანტი სულ უფრო მეტ და მეტ თავის ძალას აგზავნის, რათა ჩვენი დაცვა გატეხოს. ახლა ძალიან რთული ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე. მაგრამ ახლა, როგორც ამ 346-დან თითოეულ დღეს, ჩვენი მეომრების სიმტკიცე წყვეტს ყველაფერს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან შაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან რიში სუნაკთან საუბარი გამართა და აღნიშნა, რომ უკრაინელმა მეომრებმა დიდ ბრიტანეთში Challenger ტანკებზე წვრთნა უკვე დაიწყეს.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.