Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება


ჯერ თვითონ გაერკვნენ, წარმოდგენა არ მაქვს, რა შტაბებს ქმნიან, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი, მიხეილ დაუშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნიან.

როგორც დაუშვილი განმარტავს, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, თუ რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“.

„რა თქმა უნდა, არ შევუერთდებით, რას უნდა ელოდონ, რას აკეთებენ, ჯერ თვითონ გაერკვნენ, წარმოდგენა არ მაქვს, რა შტაბებს ქმნიან. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის „ნაციონალური მოძრაობა“ რას აპირებს, რას აკეთებს. „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც აკეთებს, არის ის, რომ „ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. ამ ყველაფერში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ეფექტური თვითონ „ოცნებაც“ ვერ არის, იმდენად ეფექტურად ეხმარებიან „ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში“, - განაცხადა დაუშვილმა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...