ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მორიგი შეხვედრა მოლდოვაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაიმართება
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მორიგი შეხვედრა მოლდოვის დედაქალაქში 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია კიევში გუშინ გამართული უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ ერთობლივ განცხადებაში.
„ევროკავშირი და უკრაინა მიესალმებიან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ წარმატებულ შეხვედრას, რომელიც პრაღაში, 6 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრა წარმოადგენდა პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმას და მთელ კონტინენტთან დაკავშირებული არსებული საკითხების სიღრმისეული განხილვის შესაძლებლობას. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით შემდეგ შეხვედრას,რომელიც კიშინიოვში 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება“, – ნათქვამია უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის. გაერთიანების პირველ შეხვედრაზე, პრაღაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბალკანეთის ქვეყნები, ასევე აზერბაიჯანი და სომხეთი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.