თბილისის საკრებულოს ახალი დადგენილება მოქალაქეების საკუთრების უფლებას არღვევს - „შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა ასოციაცია"
„შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა ასოციაციის“ იურისტის, სოფო პეტრიაშვილის განცხადებით, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილება არამართლზომიერია და ამ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან დაზარალებულთა რიცხვი გაიზრდება.
როგორც პეტრიაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნული დადგენილებით ადამიანის საკუთრების უფლება ირღვევა.
„კონკრეტულმა სამართალშემოქმედმა სუბიექტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ამ უფლებაში ჩარევა არ უნდა განხორციელდეს არამართლზომიერი გზით. ასევე, ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ამ დადგენილების ირგვლივ არსებობს, ეს არის კოეფიციენტის მომატება კონკრეტულ დეველოპერებზე. საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, უსაფუძვლო გამდიდრებასთან, მეორე მხრივ, კანონის დარღვევასთან, როდესაც განაშენიანების დეტალურ გეგმას კანონმდებლობა კონკრეტულად განსაზღვრავს. ეს არ უნდა მოხდეს შერჩევითობის პრინციპით და კონკრეტულ დეველოპერებზე კოეფიციენტის არამართლზომიერი მომატება არ უნდა განხორციელდეს. ასევე, მესაკუთრის თანხმობის გარეშე მისი ინტერესების გაუთვალისწინებლობით არ უნდა მოხდეს მისი ფართით სხვა მიწის ნაკვეთზე დაკმაყოფილება. მუნიციპალიტეტმა უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული დადგენილების არამართლზომიერება და უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, დაზარალებულთა რიცხვი გაიზრდება. ეს სარჩელით მიმართვის რიცხვს უფრო გაზრდის, შესაბამისად, მეტად გადაიტვირთება სასამართლო განსახილველი საქმეებით, რასაც ჩვენ სამართლიანი მექანიზმებით აღმოვფხვრით“,- განაცხადა „შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა ასოციაციის“ იურისტმა სოფო პეტრიაშვილმა.
bpn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.