Jump to content
Planeta.Ge

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია კიდევ 90 დღით გახანგრძლივდება


უმაღლესი რადა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის პერიოდს კიდევ 90 დღით გაახანგრძლივებს.

სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, გახანგრძლივება 2023 წლის 19 თებერვლის შემდეგ დაიწყება და დიდი ალბათობით 90 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„განკარგულების დამტკიცების შესახებ შესაბამის ორ კანონს პრეზიდენტთან უახლოეს მომავალში წარადგენენ, რის შემდეგაც, მომავალ კვირას მათ საბჭო დაამტკიცებს. ეს იქნება საომარი მდგომარეობის შესახებ მეექვსე კენჭისყრა ომის დაწყების შემდეგ”, - განაცხადა სახალხო დეპუტატმა.

შეგახსენებთ, საომარი მდგომარეობა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა. იმ პერიოდიდან რადამ საგანგებო რეჟიმი ოთხჯერ გაახანგრძლივა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...