Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები შეტევას ოთხი მიმართულებით ახორციელებენ და მძიმე დანაკარგებს განიცდიან


რუსული ძალები შეტევას ოთხი მიმართულებით ახორციელებენ და მძიმე დანაკარგებს განიცდიან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, განიცდის მძიმე დანაკარგებს", - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, მოწინააღმდეგემ, გასული დღის განმავლობაში, 20 საჰაერო და 3 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, კერძოდ, ხარკოვისა და მიკოლაივის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა უკრაინას ტერიტორიას მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 90-ზე მეტჯერ დაარტყეს. არის მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობაში. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები 9 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.

„უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის გრეკოვკას, ნევსკოეს, კრემენნაიასა და დუბრავას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, კრასნაია გორას, პრასკოვეევკას, ბახმუტისა და ივანოვსკოეს დასახლებებზე“, - აცხადებენ გენშტაბში.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...