Jump to content
Planeta.Ge

უკრაინამ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში 116 მებრძოლი, მათ შორის, მარიუპოლის დამცველები დაიბრუნა


რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ 116 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება შეძლო.

„ტყვეების კიდევ ერთი დიდი გაცვლა. მოვახერხეთ 116 ჩვენიანის, მარიუპოლის დამცველების, ხერსონის პარტიზანების, ბახმუტის მიმართულებით მოქმედი სნაიპერების და სხვა ჩვენი გმირების დაბრუნება“, - განაცხადა ერმაკმა.

მისი თქმით, დღეს დაბრუნებულ ჯარისკაცებს შორის ორი ოფიცერი და 114 რიგითი და სერჟანტია.

ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში უკრაინამ ორი უცხოელი მოხალისის, კრისტოფერ მეთიუ პერისა და ენდრიუ ტობიას მეთიუს ცხედრების დაბრუნება შეძლო.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...